ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლასში შემოდგომის კუთხე მოაწყვეს
01-11-2017

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ხელმძღვანლის ნანული არაბიძის ინიციატივითა და მშობელთა ჩართულობით, კლასში შემოდომის კუთხე მოაწყვეს: ჩალით დატვირთული ურემი, პატარა ზვინი, ბუხარი, თავიანთი ეზოდან მოტანილი ხილი.

გოგონებმა შეასრულეს ჩურჩხელების ამოვლების იმიტაცია, წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, დაასახელეს შემოდომის თვეები, ბუხრის პირას ჩამომსხდარნი ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, თუ ვინ მეტ ანდაზას მოიგონებდა ხილზე.

მოსწავლეები ერთმანეთს ახსენებდნენ, როგორიცვლება ბუნება შემოდომაზე. გაკვეთილის ბოლოს კი საკუთარი ხელებით შექმნილ შემოდგომის კუთხესთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203