„ამ დაპირებასთან ვიქნებოდი ძალიან ფრთხილად, ფინანსური პრიორიტეტები იქნება სხვა“ - გიორგი გახარია განათლების დაფინანსების გაზრდაზე
24-12-2020

წინა მოწვევის პარლამენტში მივიღეთ ამბიციური გადაწყვეტილება განათლების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ 2024 წლისთვის მთელი ეროვნული შიდა პროდუქტის ბიუჯეტის ექვსი პროცენტი უნდა მოხმარდეს განათლებას. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რომლიც COVID-19 -ის პანდემიით არის მიღებული ვინარჩუნებთ თუ არა ამ პოზიციას და როგორია მთავრობის ხედვა? - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილის ამ კითხავს გახარია ასე პასუხობს: „ამ დაპირებასთან დაკავშირებით ფრთხილად ვიქნებოდი“.

უფრო ვრცლად კი, პრემიერობის კანდიდატის თქმით, განათლება მთავრობის პრიორიტეტად რჩება, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ფინანსური პრიორიტეტები იქნება უბრალოდ სხვა.

„პირველი - განათლების რეფორმა იყო და იქნება პრიორიტეტი. მეორე - განათლების ბიუჯეტი არ შემცირდება და წლიდან წლამდე გაიზრდება.

რაც შეეხება 6%-იან დაპირებას, რომელიც 2022 წლიდან უნდა განხორციელებულიყო, მე დღეს ამ დაპირებასთან დაკავშირებით ვიქნებოდი ძალიან ფრთხილად სხვადასხვა მიზეზების გამო. მიზეზი ნომერი ერთი - ამ covid და ეკონომიკური კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელია გაურკვევლობის მაღალი ხარისხი. არავინ არ იცის ეკონომიკურად რა პარამეტრებით დავიწყებთ და დავასრულებთ 2021 წელს და დავიწყებთ 2022 წელს. ამიტომ ამ საკითხის განხილვა ცოტა გადასადავადებელია, თუმცა დაშვების დონეზე ვუშვებ, რომ ამ დაპირების გადავადება მოგვიწიოს.

ელემენტარულად ყველა ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვნახავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ფინანსური პრიორიტეტები იქნება უბრალოდ სხვა. თუ ასე არ იქნება ამ საკითხს დავუბრუნდებით. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ განათლების სფერო ქვეყნის პრიორიტეტების ნუსხაში დარჩება და ერთ-ერთ პირველ ადგილზე იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ირაკლი ქადაგიშვილის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც პრემიერობის კანდიდატს წინა მოწვევის პარლამენტში მიღებული დაპირება გაახსენა, რომლის მიხედვითაც 2024 წლისთვის მთელი ეროვნული შიდა პროდუქტის ბიუჯეტის 6% განათლებაში უნდა წავიდეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203