„ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მორიგი კონკურსი 24 დეკემბერს ქუთაისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ქუთაისის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა გიორხელიძე, რომელმაც 95 ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ მეორე და მესამე ადგილებიც, სწორედ ამ სკოლის მოსწავლეებმა გადაინაწილეს. მეორე ადგილზე ანასტასია ხევცურიანი 88 ქულით, ხოლო 87 ქულით მესამე ადგილი დაიკავა დაიანა პაპავამ.
გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთათვის დისტანციური კონკურსის შედეგებს.