„სკოლის სახელმძღვანელოებში არის არაერთი ცდომილება, არის თემები რაზეც ჩვენ გამოძიებებიც დავიწყეთ“- თეა წულუკიანი
24-12-2020

თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იმ სახელმძღვანელოებზე ისაუბრა, რომლითაც დღეს თაობები იზრდებიან. მან ასევე უპასუხა განათლების კომიტეტის მოადგილის, გიორგი ამილახვარის კითხვას, თუ როგორი პიროვნების აღზრდა სურს განათლების სამინისტროს?

„ჩვენ გვინდა აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი ადამიანი, თუმცა აქვე ვიტყოდი, რომ 
კონკურენტუნარიანი ეს აუცილებელია, მაგრამ როგორ უნდა იყოს ჩვენ მიერ აღზრდილი ადამიანი კონკურენტუნარიანი, თუ ჩვენი სკოლის სახელმძღვანელოებში არის არაერთი ცდომილება და ფაქტობრივი შეცდომა, როცა საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს და ისტორიას. არის თემები, რაზეც ჩვენ გამოძიებებიც დავიწყეთ და სახელმძღვანელოები ამ თემებზე სხვანაირად საუბრობენ. ეს ფაქტობრივი ცდომილებები შეიძლება ჩვენ გვეჩვენება და არ არის, მაგრამ თუ ისტორიკოსებიც დაგვეთანხმებოდნენ, ალბათ, სახელმძღვანელოებში რაღაცები გასასწორებელი იქნებოდა.

ასევე ხომ არ უნდა გადაგვეხედა სახელმძღვანელოების ის ნაწილი, რომელიც კრიტიკას იწვევს მშობლების მხრიდან და არამხოლოდ“,-აღნიშნა წულუკიანმა და აქვე განმარტა, რომ სახელმძღვანელოებში უფრო მეტად უნდა იყოს ეროვნული სულისკვეთება.

„ეროვნული თვითშეგნების გარეშე ძნელია გაიმარჯვოს დიდ ბრძოლაში ოკუპირებულმა პატარა ქვეყანამ. ძნელი იქნება საქართველო იყოს ოკუპირებული თუ მასში არ იცხოვრებენ ახალგაზრდა, თავისუფალი თაობები. თავისუფლება კი ძნელად მოდის, როდესაც ზედაპირულ ცოდნასთან გვაქვს საქმე და როცა ვხედავთ, რომ საქართველოში სწრაფად იკიდებს ფეხს დაზეპირებული ცოდნის მოდა“,-განაცხადა წულუკიანმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203