პიპილეთის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ხარისხის ნიშნის სერთიფიკატები გადაეცათ
01-11-2017
პიპილეთის სკოლის მოსწავლეები etwinning-ის პროექტში ,,Home Sweet Home'' იყვნენ ჩართულები

პროექტი ითვალისწინებდა პარტნიორი სკოლებისათვის მშობლიური ქალაქის/სოფლის ღირსშესანიშნაობების, ძეგლების, მუზეუმების, კაფეების, მარკეტების, კულტურული ცენტრების გაცნობას, ასევე დამეგობრებასა და ურთიერთთანამშრომლობას.    

პროექტის მსვლელობისას პიპილეთის სკოლის მოსწავლეებმა გადაიღეს უამრავი ფოტო, გააკეთეს პრეზენტაციები, შექმნეს ვიდეორგოლები, მისწერეს წერილები უცხოელ თანატოლებს, შექმნეს მრავალენოვანი ლექსიკონი და ჩაერთვნენ ლაივ შეხვედრაში. 

პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის ნაციონალური მხარდაჭერის სამსახურმა პიპილეთის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი ხარისხის ნიშნის სერთიფიკატებით დააჯილდოვა (''European Quality Label''). 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203