სამღერეთის საჯარო სკოლა პროექტის ფარგლებში ''დავიცვათ ჩვენი უფლებები'', არაერთ აქტივობას ახორციელებს
02-11-2017
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს ''სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის'' (SYNCS). პროექტის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამღერეთის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს პროექტი ''დავიცვათ ჩვენი უფლებები''.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში 7 და 8 ოქტომბერს გაიმართა საჯარო ლექციები - საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს შრომის კოდექსი. ლექციებზე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად, სოფლის ქართველი და არაქართველი (აზერბაიჯანელი და სომეხი) მოსახლეობა იყო მიწვეული. 

პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდა. სკოლაში 1300 ლარის წიგნები (მხატვრული ლიტერატურა) შეიძინეს. წიგნები სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდება. 31 ოქტომბერს სკოლის სხვადასხვა კლასებიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა შეძენილი წიგნების პრეზენტაცია გაიმართეს. პრეზენტაციას სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა. პრეზენტაციის მიზანი იყო ახალგაზრდებში კითხვის მიმართ მოტივაციის ამაღლება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203