მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მაძიებლობის პროგრამის აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგების საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და ვადები დაადგინა.
საპრეტენზიო განაცხადის მასწავლებლის სახლში წარდგენის ვადად 2020 წლის 28 დეკემბრიდან - 2021 წლის 28 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.
საპრეტენზიო განაცადის ფორმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის სახელზე იწერება.
საპრეტენციო განაცხადის ფორმა
გაითვალისწინეთ, რომ მაძიებელმა მასწავლებელმა საპრეტენზიო განაცხადში უნდა მიუთითოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის/ტუტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც იწერება საპრეტენზიო განაცხადი.