ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოფენისთვის ემზადებიან
01-11-2017
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში ''თავისუფალი გაკვეთილები'' აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე აქტივობათა ციკლში, ყველა კლასი დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვება.

30 ოქტომბერს სკოლაში მორიგი ''თავისუფალი გაკვეთილი'' ჩატარდა სახელწოდებით ''ხელმარჯვე ოსტატი''. გაკვეთილს მასწავლებელი თამილა დავითაძე უძღვებოდა.

მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრების შექმნით, თავიანთი მრავალმხრივი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ახლა კი გამოფენისათვის ემზადებიან.

''ჩვენს სკოლაში ''თავისუფალი გაკვეთილები'' ძალიან სახალისოდ მიმდინარეობს. გუშინ ჩატარდა გაკვეთილი ''ხელმარჯვე ოსტატი''. მოსწავლეებმა საოცრად ლამაზი ნამუშევრები შექმნეს. მალე გაიმართება გამოფენა, სადაც ნამუშევრებს საზოგადოებას გააცნობენ,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203