განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სტუდენტებისთვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადებს ასახელებს და უნივერსიტეტსთვის მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის პერიოდს განსაზღვრავს.
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის წარმოდგენა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 2020 წლის 28 დეკემბრიდან - 2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.
მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 28 იანვრიდან - 2021 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე
ხოლო მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 12 თებერვლიდან - 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (
students.emis.ge)