განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლებში ცვლილება შევიდა.
„ცვლილების შესაბამისად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაერთიანდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არაუმეტეს 8 საგნის სწავლების მეთოდიკის მოდული; მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნებისთვის, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უცხოური ენების სწავლების მეთოდიკის მოდულები ჩაითვალოს სწავლების მეთოდიკის ერთ მოდულად“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა