ეკო-საგანმანათლებლო ლექციზე ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს
01-11-2017
ქობულეთის N2 სკოლაში ეკო-საგანმანათლებლო ლექცია ჩატარდა სახელწოდებით - "საქართველოს დაცული ტერიტორიები".

ლექციას კინტრიშის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტები სოფო თხილაიშვილი და გიორგი ნემსაძე უძღვებოდნენ.

ლექციაზე შემდეგი ძირითადი საკითხები განიხილეს: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, დაცული ლანდშაფტი...

მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. მათ გამოავლინეს ინტერესი, უკეთესად შეისწავლონ საქართველოს ბუნება.

ლექციის ძირითადი მიზანი იყო როგორც დაცული ტერიტორიების გაცნობა, ასევე მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203