მასწავლებლებს ელექტრო ჟურნალში მონაცემების შეტანის ვადა გაუხანგრძლივდათ - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
29-12-2020
მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა 12 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ  - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. 

უწყების განმარტებით, სისტემა გამართულად მუშაობს, მასწავლებლებმა სემესტრული ნიშნით სწორად გამოსაყვანად ყურადღება შემდეგ საკითხებზე უნდა გაამახვილონ:

„ყურადღება მიაქციოთ ელექტრონული ჟურნალის მიერ ავტომატურად დათვლილ სემესტრულ შეფასებებს. ტექნიკურად ყველფერი გამართულად მუშაობს. ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლებს შემაჯამებელი წერა აქვთ ჩანიშნული კალენდარში, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი გაკვეთილია ჩატარებული. შესაბამისად, სისტემა ამ დღეს ავტომატურად უწერს ნულს იმ მოსწავლეს, რომელსაც შეფასება არ უწერია, რაც თავისთავად აისახება სემესტრულ შეფასებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ყველა მონაცემი სწორად არის ასახული და სემესტრული შეფასება მაინც არასწორად ითვლება, გთხოვთ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

იხილეთ ასევე: როგორ ითვლება სემესტრული შეფასება და მოსწავლის დასწრება - ინფორმაცია პედაგოგებისთვის ელექტრონული ჟურნალის შესახებ

ელექტრონულ ჟურნალში რედაქტირების გაკეთება შესაძლებელია - ინსტრუქცია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203