სემესტრულ შეფასებას პედაგოგები განსხვავებულად დაწერენ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში ვერ ჩაერთვნენ
31-12-2020

მოსწავლეები, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში ვერ ჩაერთნენ, სემესტრულ შეფასებას შემაჯამებელი დავალებების მიხედვით მიიღებენ - აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, სემესტრული ნიშანი განსხვავებულად გამოიანგარიშება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჩართული იყნენ ონლაინ სწავლებაში და იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ვერ იღებდნენ მონაწილეობას დისტანციური სწავლის პროცესში.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ სემესტრში სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორ დასწრებითი, ისე დისტანციური სწავლის რეჟიმში პედაგოგები სემესტრულ ნიშანს ისე გამოიყვანენ, როგორც აქამდე გამოჰყავდათ, ანუ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით.

რაც შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც სასწავლო პროცესში ონლაინ სწავლების პერიოდში ვერ ახერხებდნენ ჩართვას და სრულად გამოთიშული იყვნენ დისტანციურ სწავლებას, ყველა საგანში ჩაუტარდება შემაჯამებელი დავალებები და სემესტრული ქულა სწორედ ამ შეფასების მიხედვით დაეწერებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ბრძანება, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ნიშნის დაწერის ინსტრუქცია.

იხილეთ ასევე: როგორ ითვლება სემესტრული შეფასება და მოსწავლის დასწრება - ინფორმაცია პედაგოგებისთვის ელექტრონული ჟურნალის შესახებ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203