გარე დაკვირვებით შეცვლილი სტატუსი პედაგოგებს იანვარში აესახებათ - როდის იქნება აპელაციის პასუხები და როდის დაიწყება მეორე ეტაპი?
2020-2021 სასწავლო წლისთვის გარე დაკვირვების პირველი ეტაპი დასრულდა. მასწავლებლებისთვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება სტატუსის ამაღლების შესახებ ბრძანება უკვე დაწერილია, ხოლო მათ ვინც აპელაცია შეიტანა პასუხი 2 თვის განმავლობაში დაუბრუნდებათ.
მასწავლებლის სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პედაგოგებმა, რომლებმაც გარე დაკვირვება მეორე სემესტრში გადაიტანეს, ახალი პერიოდი თებერვალში აესახებათ.
„ამ ეტაპზე გარე დაკვირვების პროცესის პირველი ეტაპი დასრულებულია, უკვე დაწერილია ბრძანება წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ოთხი კრედიტით შეფასდნენ და რომლებსაც ახალი სკოლის მოდელი ეთვლებათ გარე დაკვირვებაში. სტატუსი ელექტრონულ სისტემაში სავარაუდოდ იანვრის თვეში აისახება, ამიტომ არ არის საჭირო წერილების/წარდგინებების გამოგზავნა.
ის მასწავლებლები, რომლებსაც აპელაციაზე გაქვთ შემოტანილი განაცხადი პასუხებს მიიღებთ აპელაციის შემოტანიდან 2 თვის ვადაში. იანვრის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად გადმოგეგზავნებათ კომისიის გადაწყვეტილებები.