როგორ შეიძლება სიმულაციური თამაშის ჩატარება - წყალტუბოს N1 სკოლის მაგალითი
01-11-2017

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბში ''ერთობა'' გაეროს მოდელირების სიმულაციური თამაში ჩატარდა. 

სიმულაციური თამაშის მიზანს წარმოადგენდა კლუბის წევრების განათლების და ცნობიერების დონის ამაღლება გაეროს ისტორიის, სისტემის, სტრუქტურის, გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებული წესების და პროცედურების შესახებ. 

გაეროს მოდელირება გაეროს სისტემაში შემავალი ორგანოების - ეკონომიკური და სოციალური საბჭოს, უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და ა.შ. მუშაობის იმიტაციას წარმოადგენს. მონაწილენი წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა როლებს ასრულებენ და ამჟამად გაეროს დღის წესრიგში მდგარ საკითხებს განიხილავენ.

როგორც ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ფიქრია გიორხელიძე აღნიშნავს, მონაწილეებს შესანიშნავი საშუალება მიეცათ დაენახათ, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე:

''მონაწილეებს შესანიშნავი საშუალება ეძლევათ დაინახონ, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე, როგორ მუშაობს მრავალმხრივი დიპლომატია, მთლიანად გაერო. ყოველ მონაწილეს შეუძლია გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი როგორც დიპლომატმა, ლიდერმა, ორატორმა და ექსპერტმა ერთდროულად. გაეროს მოდელირებისთვის არჩეულ იქნა აქტუალური პრობლემა - ტერორიზმი, რომელიც არაერთი ქვეყნის დღის წესრიგში მდგომი საკითხია. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი ქვეყანა და პროექტის დასასრულს გენერალურ ანსამბლეაზე კომიტეტმა წარადგინა სარეზოლუციო პროექტი. სხდომა წარმართა კლუბის ლიდერმა მეათე კლასის მოსწავლემ ნია ჯიქიამ.’’

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203