სკოლამ ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები - როგორ ფასდებიან მოსწავლეები, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ ერთვებოდნენ?
06-01-2021

ეროვნულ სასწავლო გეგმაში დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდა. კერძოდ კი, მოსწავლეები, რომლებიც განმსაზღვრელი შეფასებით ფასდებიან და ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში, პირველი სემესტრის განმავლობაში, შეფასდებიან მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე.

„ის მოსწავლეები (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები), რომლებიც პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით დისტანციური სწავლების პირობებში, სკოლის მიერ დაზუსტებული ობიექტური მიზეზებით, ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ ერთვებიან სასწავლო პროცესში (ფიზიკურად და/ან დისტანციურად) პირველი სემესტრის განმავლობაში, ფასდებიან მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე. თუ მოსწავლეს დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამდე მიღებული აქვს შეფასება, სემესტრული ქულა გამოითვლება ამ ქულის/ქულების და შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულის საშუალო არითმეტიკულით. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური საკონსულტაციო საათების დანიშვნა/ჩატარება საჭიროებისამებრ დისტანციურად ან ფიზიკურად (მათ შორის სკოლის ტერიტორიაზე) შესაბამისი წესების დაცვით.

კომპლექსური დავალების წარდგენა და მოსწავლის შეფასება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მეორე სემესტრის პირველი კვირის ბოლომდე დისტანციურად ან ფიზიკურად. სასურველია, სკოლამ მსგავსი პრობლემების მქონე მოსწავლეებს მეორე სემესტრში ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლის მიზნით“-ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

აღნიშნულ საკითხზე არდადეგებამდეც ვწერდით, თუმცა მაშინ მხოლოდ სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე, ოფიციალური ბრძანება არ იყო ცნობილი: სემესტრულ შეფასებას პედაგოგები განსხვავებულად დაწერენ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში ვერ ჩაერთვნენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203