200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა
09-01-2021

შემოსავლების სამსახური ავრცელებს ვიდეო ინსტრუქციას 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ.

„ვიდეო განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ ვის აქვს უფლება ისარგებლოს თვეში 200 ლარის ოდენობის კომპენსაციით ექვსი თვის მანძილზე და როგორ ხდება კომპენსაციის მიღების მიზნით განცხადების შევსება“, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, ექვსთვიანი 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

განაცხადის წარდგენა, კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ განახორციელონ დისტანციურად, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან: eservices.rs.ge

იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:



კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი იხილეთ ვებგვერდზე:  rs.ge/Covid19

იხილეთ ასევე: რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ 200-ლარიანი დახმარება ყოველთვიურად მიიღოს - განმარტება

100-ლარიანი დახმარების 16 წლამდე პირებისთვის გაცემა იწყება - ვის ეკუთვნის სამთავრობო სუბსიდია?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203