გასცემს თუ არა სკოლების გახსნის ნებართვას მთავრობა - „მაღალი რისკის მატარებელია საგანმანათლებლო დაწესებულებები“
11-01-2021

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის სკოლები მაღალი რისკის ჯგუფში მოიაზრებიან.

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სკოლების გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გამოცდილება და სხვა ქვეყნების რისკის შეფასების მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაღალი რისკის მატარებელია, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები, და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის სკოლები არის მაღალი რისკის მატარებელი.

როგორც დავიწყეთ შეზღუდვების დაწესება, იგივე თანმიმდევრობით არის რეკომენდებული უკან დავბრუნდეთ და ყველაზე ადრე გაიხსნას ის დაწესებულება, რომელიც ნაკლები რისკის მატარებელია და ამავე დროს არის მაქსიმალურად აუცილებელი ბაზისური სოციალური საქმიანობისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება სწავლის განახლებას არ ეხება - მეორე სემესტრი 18 იანვარს იწყება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203