ვანის N2 საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილები არასტანდარტულ გარემოში ტარდება
02-11-2017

ვანის N2 საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილები სახელწოდებით - "ვანი - ოქრომრავალი ქვეყანა" ჩატარდა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, თავისუფალი გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა კარგად გაიცნონ საკუთარი რაიონი, შეისწავლონ ყველა კულტურული და ბუნებრივი ძეგლი და მოახდინონ საკუთარი ქალაქის პოპულარიზაცია:

''გაკვეთილები არასტანდარტულ გარემოში ტარდება, კერძოდ: გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზემსა და ანტიკურ ნაქალაქარზე. თავისუფალი გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები ნახულობენ სამარხებს, ქმნიან საინფორმაციო ბროშურებს, ბუკლეტებს, კითხულობენ გალაკტიონისა და ტიციანის ლექსებს, არკვევენ ცნობილი ვანელების ვინაობას, სტუმრობენ მათ და წერენ ინტერვიუებს.''

გაკვეთილის მსვლელობისას, ნაქალაქარზე, მოსწავლეები ინგლისელ ტურისტს შეხვდნენ

მოსწავლეების თქმით, მართალია ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგარამ მერცხალი გაზაფხულის მახარობელია და სწორედ ამიტომ მალე რაიონი მართლაც, ტურისტული ჰაბი გახდება: ''ჩვენ, ჩვენს პატარა წვლილს შევიტანთ ამ დიად საქმეში.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203