შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება სწავლის განახლებას არ ეხება - მეორე სემესტრი 18 იანვარს იწყება
საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება თებერვლამდე გადავადდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტი არ ამოქმედდება, არ გაიხსნება სავაჭრო ობიექტები და არ მოიხსნება კომენდანტის საათი. დღეს გაკეთებულმა განცხადებამ და შეზღუდვების ვადის გახანგრძლივებამ, სასკოლო საზოგადოებაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია, ყველას აინტერესებს, შეეხება თუ არა ცვლილება სწავლის განახლების თარიღსაც. ბუნდოვანებას კი ისიც ამძაფრებს, რომ წელს შემოღებული უქმე დღეების შესახებ, დღეს დამატებითი განმარტება არ გაკეთებულა.
ჩვენ უამრავმა მასწავლებელმა და მოსწავლემ მოგვმართა ამ კითხვით, სწორედ მათ საპასუხოდ, გაცნობებთ, რომ სწავლა 18 იანვარს განახლდება. რაც შეეხება ფორმატს, იმ სკოლებში, სადაც საკლასო ოთახებში სწავლობდნენ კვლავ სკოლაში ივლიან, ხოლო იმ სკოლებში, სადაც დისტანციურად სწავლობდნენ, კვლავ ონლაინ რეჟიმში განახლდება მეორე სემესტრი.
რაც შეეხება, ოფიციალურ ვადებს, განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად,
დიდ ქალაქებში და სათხილამურო კურორტებზე სწავლა 31 იანვრამდე ონლაინ რეჟიმშია. ამავე დოკუმენტის თანახმად, აჭარაში ეპიდემიურ ვითარებაზეა სკოლების გახსნა დამოკიდებული, ხოლო
9 რეგიონში, წლის ბოლომდეც შეიძლება გაგრძელდეს სწავლა დისტანციურად.
ასევე იხილეთ:გასცემს თუ არა სკოლების გახსნის ნებართვას მთავრობა - „მაღალი რისკის მატარებელია საგანმანათლებლო დაწესებულებები“