მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
02-11-2017
მოხის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მარიამ ბლიაძესა და მეგი კოჩალიძეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ.

ორივე მათგანს საბაზო საფეხურის დასრულებისას, ყველა საგანში ათი ქულა დამრგვალების გარეშე ჰქონდა მიღებული. ლეპტოპებით დაჯილდოების წინაპირობაც სწორედ ეს არის.

მოხის საჯარო სკოლის წარმომადგენლები მარიამსა და მეგის ულოცავენ და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის, ''ჩემი პირველი კომპიუტერის'' მიზანია, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. წელს საქართველოს მასშტაბით, 2 557 წარჩინებული მოსწავლე მიიღებს კუთვნილ საჩუქარს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203