6-პუნქტიანი გეგმა COVID თაობის გადასარჩენად - Unicef მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდებს
12-01-2021

ვირუსის გავლენა მსოფლიოს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ცხადი და სულ უფრო საგანგაშო ხდება. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი კვლევაშია აღნიშნული, ბავშვებზე COVID-19 -ის დამაზიანებელი გავლენა სრულად მომდევნო წლებში გამოჩნდება.

როგორც unicef აღნიშნავს, პანდემიის საპასუხოდ სახელმწიფოებმა მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარს გაუკეთეს მობილიზირება ეკონომიკის გადასარჩენად. მაგრამ შეიძლება აღმოვჩნდეთ სხვა დანაკარგის წინაშე თუ სათანადოდ არ ვიმოქმედებთ: ეს იქნება ბავშვების დაკარგული თაობა.

„ეს არის პირველი ჭეშმარიტად გლობალური კრიზისი, რომელიც უმეტესობა ჩვენგანმა თავის ცხოვრებაში ნახა და ის უკანასკნელი არ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა სად ვცხოვრობთ, პანდემია გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე და ბავშვები არასდროს ყოფილან ასეთი დიდი რისკის ქვეშ. თუმცა უარესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს“, - ამბობს იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ჰ. ფორე.

აღსანიშნავია, რომ უნისეფი Covid თაობის დაკარგვის გადარჩენისკენ მოუწოდებს მთავრობებს და პანდემიაზე რეაგირების, აღდგენის და პოსტ-პანდემიური სამყაროს ახლებური წარმოსახვის ექვსპუნქტიანი გეგმას სთავაზობს. რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს კვლავ გაერთიანებას საერთო მიზნის გარშემო: ახლანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის დასაცავად და მდგრადი განვითარების მიზნების და ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის სრული რეალიზაციისთვის.

იუნისეფი მთავრობებს და პარტნიორებს მოუწოდებს:

1. უზრუნველყონ ყველა ბავშვისთვის სწავლა, მათ შორის, ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა;

2. უზრუნველყონ წვდომა ჯანდაცვის და ნუტრიციულ სერვისებთან და ვაქცინა ფინანსურად და ფიზიკურად ხელმისაწვდომი გახადონ თითოეული ბავშვისთვის.

3. ხელი შეუწყონ და დაიცვან ბავშვების და ახალგაზრდების ფსიქიური ჯანმრთელობა და უზრუნველყონ ბავშვების მიმართ ძალადობის, გენდერული ძალადობის და უყურადღებობის შეწყვეტა.

4. გაზარდონ წვდომა სუფთა წყალთან, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებთან და განახორციელონ საპასუხო ღონისძიებები გარემოს დეგრადაციის და კლიმატის ცვლილების მიმართ.

5. შემოაბრუნონ ბავშვთა სიღარიბის ზრდა და უზრუნველყონ მდგომარეობის გამოსწორება ყველასთვის.

6. გააორმაგონ ძალისხმევა იმ ბავშვების და მათი ოჯახების დასაცავად და მხარდასაჭერად, რომელთაც უწევთ ცხოვრება კონფლიქტის, კატასტროფის პირობებში და იძულებით გადაადგილება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203