ქვენობნის სკოლის მოსწავლეებმა აჯამეთში დაცული მცენარეებისა და ცხოველების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს
03-11-2017
ქვენობნის სკოლის ბუნებისმეტყველთა კლუბის წევრები აჯამეთის აღკვეთილს ეწვივნენ.

კლუბის წევრებმა აჯამეთის აღკვეთილში მრავალსაუკუნოვანი, უნიკალური ხეები და ხუთასამდე სახეობის მცენარე დაათვალიერეს. 

მოსწავლეებმა სპეციალისტის ლექცია მოისმინეს. მათ აჯამეთში დაცული მცენარეებისა და ცხოველების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გაიგეს.

სკოლის წარმომადგენლების განცხადებით, მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს აჯამეთის აღკვეთილი და ნანახით კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203