ჯანდაცვის მინისტრი სკოლებისა და ბაღების გახსნის შესახებ - „გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ...“
13-01-2021
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სკოლების გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სკოლების გახსნაზე ვისაუბროთ.

„სკოლები და ბაღები ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვებისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო მეტი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს.

გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი იმაზე თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, თუმცა როგორც კი ამის საშუალება იქნება განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა ის საჭიროება უზრუნველყოფილი რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203