მუნიციპალიტეტი, სადაც მეორე სემესტრს ყველა საჯარო სკოლა საკლასო ოთახებში დაიწყებს
13-01-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება - ამის შესახებ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველა სკოლაში ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები, რომ ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში მიიღონ განათლება.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 18 იანვარს დაიწყება მეორე სემესტრი. ამ ეტაპზე ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა საჯარო სკოლაში, სწავლება განახლდება დასწრებით რეჟიმში. აღარ დაგვჭირდება ონლაინ მეთოდი. ამის საფუძველს საერთო ეპიდსიტუაცია გვაძლევს. სკოლებში ჩატარდება აუცილებლად ჩატარდება სანიტარულ-ჰიგიენური სამუშაოები, რათა სკოლები იყოს მზად მოსწავლეთა მისაღებად“ - აცხადებს დალი მინდიაშვილი.