მოსწავლის სემესტრული შეფასების სისტემა - რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა და როგორ უნდა განსაზღვრონ შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა
18-01-2021

ეროვნული სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის 1/3-ზე მეტი დისტანციური სწავლების ფორმით მიმდინარეობდა, სკოლას უფლება აქვს შეამციროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა.

განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა უნდა დაემთხვევეს სემესტრის განმავლობაში ნასწავლი თემების რაოდენობას. თუმცა, პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ სემსტრული ნიშანი მხოლოდ ერთი შემაჯამებელი დავალების საფუძველზე დაუწერონ მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ კლასებისა და საათების მიხედვით შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა განსხვავებულია. მაგალითად, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მე-6 კლასის მოსწავლეებს სემესტრის განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში 3, ხოლო მათემატიკაში - 4 შემაჯამებელი დავალება აქვთ განსაზღვრული; იგივე საგნებში მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს 4-4 შემაჯამებელი დავალების დაწერა უწევთ სემესტრის გამავლობაში.

იხილეთ: საათობრივი ბადე კლასების მიხედვით და შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა 

საათობრივი ბადე ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურისთვის

განათლების სამინისტროს მიერ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების მიხედვით, კომპლექსური დავალების წარდგენა და მოსწავლის შეფასება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მეორე სემესტრის პირველი კვირის ბოლომდე დისტანციურად ან ფიზიკურად.

იხილეთ ასევე: ესგ-ში ცვლილებები შევიდა - სკოლებმა განათლების მინისტრის ბრძანება მიიღეს

სკოლამ ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები - როგორ ფასდებიან მოსწავლეები, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ ერთვებოდნენ?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203