სკოლებში დასაქმებულნი არიან მაძიებლები, რომლებსაც საათობრივი დატვირთვა აქვთ და გაკვეთილებს ატარებენ.
მაძიებლის საქმიანობა ანაზღაურებადია. მისი ხელფასი გათანაბრებულია პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასთან და ვერ სარგებლობს იმ დანამატებით, რომელიც უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს აქვთ.
ვინ არის მაძიებელი მასწავლებელი და რამდენია მისი ანაზღაურება?
მაძიებლის პროგრამაში ჩართვა ხდება მას შემდეგ, რაც მასწავლებლობის მსურველს სკოლა კონკურსის საფუძველზე შეარჩევს და დაასაქმებს სკოლაში - გაუფორმებს მაძიებლის ხელშეკრულებას. მასწავლებლობის მაძიებლის დისტანციურ პროგრამაში ჩართვა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ხდება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაძიებლის ხელფასი გათანაბრებულია პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასთან.
მაძიებლის ანაზღაურება სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში 384,75 ლარია, პროფესიული განათლების შემთხვევაში - 431,33. თუ მას ბაკალავრის დიპლომი აქვს, 477.90 ლარი ექნება ხელფასი, მაგისტრის დიპლომის შემთხვევაში კი - 524,48 ლარი. გარდა ამისა, მაძიებელი სადამრიგებლო კლასის აყვანის შემთხვევაში დამატებით 101,25 ლარს მიიღებს.
ასევე, თუ მაძიებლად დასაქმებული დოქტორის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს, მისი ანაზღაურება 571,05 ლარი გახდება, გარდა ამისა, მას უფროსის სტატუსი მიენიჭება და ხელფასზე დანამატი - 470 ლარი მიეცემა, საერთო ჯამში კი 1041,05 ლარი დაუანგარიშდება, იმ შემთხვევაში კი, თუ სადამრიგებლო კლასიც ეყოლება, ხელფასს 1142,3 ლარს მიიღებს.