რა მიზანს ისახავს ახმეტის N1 საჯარო სკოლაში ჩატარებული „თავისუფალი გაკვეთილები“
02-11-2017
ახმეტის N1 სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილები“ წარმატებით მიმდინარეობს.

გთავაზობთ „თავისუფალი გაკვეთილების“ ჩამონათვალს: 

„კინო-სკოლა“ - მასწავლებელი მარინე აბულაძე.

გაკვეთილები ატარებს შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს და ემსახურება კინო ხელოვნების პოპულარიზაციას.


„რანი ვიყავით, საით მივდივართ“ - მასწავლებელი მარინე აბულაძე. 

პროგრამა ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს და ემსახურება თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას.

„მსოფლიო რელიგიები“ - მასწავლებელი ლალი ქისიშვილი.

გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებში მსოფლიო რელიგიების სწავლების გაღრმავება და ახმეტაში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების კულტურას და რელიგიასთან ზიარებასა და პატივისცემას.

„ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია“ - მასწავლებელი თამილა ჯანიბეგაშვილი. 

გაკვეთილები ემსახურება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სამედიცინო განათლების ამაღლებას. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203