როგორ უნდა მოიქცეს სკოლა, სადაც საერთოდ არ უწარმოებიათ ელექტრონული ჟურნალი - „ემისის“ პასუხი
არდადეგები დასასრულისკენ მიდის, თუმცა მასწავლებლებს ნორმალური დასვენების შესაძლებლობა ამ დრომდე არ ჰქონდათ. ამის მიზეზი კი ელექტრონული ჟურნალია, სადაც უამრავი ხარვეზი გამოიკვეთა და პედაგოგებსაც ბევრი კითხვები გაუჩინა. ჩვენც არაერთი რჩევა, ინსტრუქცია თუ კითხვაზე პასუხი გამოვაქვეყნეთ. ამჯერადაც, მორიგ აქტუალურ კითხვაზე გთავაზობთ პასუხს:
სკოლებს, რომლებსაც საერთოდ არ უწარმოებიათ, ელექტრონული ჟურნალი, რა უნდა ქნან? - აღნიშნული კითხვით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას პედაგოგებმა მიმართეს.
„ემისის“ პასუხი კი ძალიან ცალსახა და მარტივია:სკოლებმა ელექტრონული ჟურნალი უნდა აწარმოონ. ღიაა ჟურნალი 15 იანვრის ჩათვლით და შესაძლებელია მასში მუშაობა და რედაქტირება.
ასევე დაგაინტერესებთ:ყველაფერი, რაც პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობისთვის გჭირდებათ - სანამ ხარვეზების გამო ინერვიულებთ, ეს ინსტრუქცია ნახეთწერილზე, რომელიც სკოლებმა რესურცენტრებისგან მიიღეს, emis განმარტებას აკეთებს - ვის ეხება მითითება?