მეორე სემესტრში საჯარო სკოლებში შერეული ფორმატით ისწავლიან - სად დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს და სად გაგრძელდება ონლაინ სწავლება?
15-01-2021

საქართველოს საჯარო სკოლებში მეორე სემესტრი შერეული ფორმატით წარიმართება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„18 იანვარს 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი იწყება. ეს სემესტრი დაიწყება განათლების მინისტრის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად. რაც გულისხმობს იმას, რომ დიდ ქალაქებში სწავლა განახლდება დისტანციურად. ასევე ონლაინ ფორმატში დაიწყება სწავლა აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ სასწავლო დაწესებულებებში. რაც შეეხება, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა დანარჩენ საჯარო სკოლას სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში“ - განაცხადა დგებუაძემ.

შესაბამისად, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის რეგიონშიც ონლაინ-სწავლება იქნება. სხვა სკოლებში კი საკალასო ოთახებს დაუბრუნდებიან. სწავლა შენობაში 1700 სკოლაში დაიწყება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203