18 იანვრიდან 1 700-მდე საჯარო სკოლა იხსნება და მასწავლებლები და მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან
საქართველოს 1700-მდე საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მეორე სემესტრი 18 იანვრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 1700-მდე სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესი განახლდება სკოლაში. ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ განათლება არა დისტანციურად, არამედ საკლასო ოთახებში მიიღონ“, - დააკონკრეტა მონაცემები ეკატერინე დგებუაძემ.
ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, იმ სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, უზრუნველყოილია პირბადეებით, თერმომეტრებით, დეზობარიერებითა და სადეზინფექციო სითხეებით. ამასთან,
აღნიშულ სკოლებში მონიტორინგს ჩაატარებენ, რესურსცენტრები და სამინისტრო.დღეს მინისტრის მოადგილემ მეორე სემესტრში სწავლის განალხების ფორმატი დეტალურად განმარტა:
საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის რეგიონშიც ონლაინ-სწავლება იქნება. სხვა სკოლებში კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკლასო ოთახებს უბრუნდებიან.
იხილეთ:
კვლავ დაიხურება თუ არა სკოლები კორონავირუსის ფაქტების დაფიქსირებისას - სამინისტროს განმარტება