საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2021 წლის იანვრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსისა და წამყვანის სტატუსი და თვის ბოლოდან ისინი მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით. დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსსა და მოსწავლეთა რაოდენობაზე.
ხელფასზე დანამატის ოდენობა უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად:
უფროსი სპეციალური მაწავლებლებისთვის:
ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 370 ლარის ოდენობით;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 420 ლარის ოდენობით;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 470 ლარის ოდენობით;
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარის ოდენობით;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის - შემთხვევაში 570 ლარის ოდენობით.
წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის:
ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 550 ლარის ოდენობით;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 650 ლარის ოდენობით;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარის ოდენობით;
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარის ოდენობით;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 950 ლარის ოდენობით.