ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გზებს სთავაზობენ
03-11-2017
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე - „ჩვენი ქალაქის მომავლის გასაღებს ვეძებთ“ მოაწყვეს.

პროექტში ყურადღება გამახვილებული იყო იმ აქტუალურ პრობლემებზე, როგორიცაა ხალხის სოციალური მდგომარეობა, მანგანუმის წარმოების შედეგად მიღებული ეკოლოგიური სურათი - ჰაერის დაბინძურება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაგვარება, ჟანგბადის ნაკლებობა და სხვა. 

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა პრობლემების გამოსწორების გზები დასახეს, რითაც არამარტო ადგილობრივი ხელისუფლებაა დაინტერესებული, არამედ საქართველოს მთავრობაც. 

პროექტის მონაწილეების თქმით: ’’ამ ტკივილის გვერდით არსებობს სასიხარულო და სამომავლო პერსპექტივები’’.  

მოსწავლეებმა მოიკვლიეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ისტორიულ-მატერიალური ძეგლები, მღვიმეები, ეკლესიები, ტბები და დამსწრეებს მათი გამოყენების გზები და საშუალებები წარუდგინეს. კერძოდ, ისტორიული მასალის გაცნობა ქალაქის თავისებური რელიეფის განსაზღვრა და წარდგენა საზოგადოებისათვის.
 
სკოლის წარმომადგებლების თქმით, მოსწავლეები მთავრობას და ადგილობრივ ხელისუფლებას ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების საშუალებებს სთავაზობენ, ისინი ხომ თავიანთი ქალაქის მომავლის გასაღებს ეძებენ.  
 
პრეზენტაცია სკოლის დირექტორ ცირა ბრეგვაძისა  და ისტორიის მასწავლებელ ნარგიზა კუტალიას ხელმძღვანელობით ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203