ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ოზურგეთის ყველა სკოლაში სწავლა დისტანციური ფორმატით განახლდა.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ etaloni.ge -ს განუცხადა, ოზურგეთში მეორე სემესტრის დისტანციურ რეჟიმში განახლება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას უკავშირდება. მათივე თქმით, წერტილოვნად ცალკეულ რეგიონებში სკოლების გარკვეულმა რაოდენობამ სწავლა დისტანციურად დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში 10 დიდ ქალაქში ახლდებოდა, მათ შორისაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.
იხილეთ ასევე: მეორე სემესტრში საჯარო სკოლებში შერეული ფორმატით ისწავლიან - სად დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს და სად გაგრძელდება ონლაინ სწავლება?