კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც მეორე სემესტრი დისტანციურად დაიწყო - რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტებას აკეთებს
18-01-2021

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი სკოლებში დაიწყო. თავიდან, ოფიციალურ დონეზე გადაწყდა, რომ დიდი ქალაქების - თბილისის, რუსთავის, გორის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის გარდა, მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებოდნენ. ითქვა კიდეც, რომ საქართველოს 1 700-მდე საჯარო სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაიწყებდა მეორე სემესტრს, თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 18 იანვარსვე, ამ სიას ზუგდიდი მიემატა და მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტშიც სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდა.

დეტალების გასარკვევად, Etaloni.ge ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, კახა რეხვიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა და განმარტა:

„გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სასწავლო წლის მეორე სემესტრი დისტანციურ რეჟიმში წარმართულიყო და ჩვენც, რა თქმა უნდა დავემორჩილეთ ამ გადაწყვეტილებას“.

რაც შეეხება საკლასო ოთახებში დაბრუნებას, როგორც ბატონმა კახამ გვითხრა, ეს შეზღუდვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში 1 თებერვლამდე მოქმედებს და შემდეგ უკვე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახები გაგრძელდება.

იხილეთ ასევე:

სწავლა დისტანციურად 10-ის ნაცვლად 11 ქალაქში დაიწყო - განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს

ხვალიდან სწავლა დიდ ქალაქებსა და აჭარაში ონლაინ, დანარჩენ რეგიონებში კი საკლასო ოთახებში იწყება


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203