შეუბნის საჯარო სკოლაში ნეკერჩხლის ნერგები მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებმაც დარგეს
03-11-2017

შეუბნის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო ასოციაცია „ზეკარის“ გარემოსდაცვით პროექტში - "ეროზირებული ფერდობების აღდგენა".

პროექტის ფარგლებში, ნეკერჩხლის ნერგების დარგვა განხორციელდა. პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებმაც მიიღეს.  

სკოლის წარმომადგენლების განცხადებით, მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ამ მნიშვნელოვან აქციაში:

"სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ამ მნიშვნელოვან აქციაში. ისინი ხალისიანად შეუდგნენ ნერგების დარგვას."

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203