ცვლილება ესგ-ში - რომელ საგანს მოაკლდა და რომელს მოემატა საათები
25-01-2021

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ინგლისური ენის საათობრივ ბადეში ცვლილებები შევიდა, რომელიც მე-8 კლასის, მეორე სემესტრიდან უცხოური ენისთვის კვირაში ერთი საათის მოკლებას გულისხმობს.

რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ერთი კი ფაქტია - ისტორიას ერთი საათი დაემატა სწორედ ინგლისური ენის ხარჯზე. ასე რომ, თუ პირველ სემესტრში უცხოურ ენას 3 საათი ეთმობოდა კვირაში, მეორე სემესტრიდან  ორი საათი ეთმობა, რამაც პედაგოგთა უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ საგანი საკმაოდ რთულია და საათების მოკლება არასწორი  გადაწყვეტილებაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203