სკოლები გაიხსნება თუ საბჭო გადაწყვეტს - ეკატერინე დგებუაძის კომენტარი სწავლის დაწყების შემდეგ
18-01-2021

დღეს როდესაც მეორე სემესტრი დაიწყო, უფრო მწვავედ დადგა საკლასო ოთახებში დიდი ქალაქების მოსწავლეთა დაბრუნების საკითხი. უახლოეს მომავალში თუ არის მოსალოდნელი, ეტაპობრივად დაიწყოს სწავლა საკლასო ოთახებში დიდ ქალაქებში? - ამ საკითხზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

„ჩვენი მაღალი მოლოდინია, თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს საკლასო ოთახს. დამოკიდებულნი ვართ იმ დინამიკაზე, რომელიც ეპიდვითარებიდან გამომდინარე არსებობს. მოლოდინი არის და ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეების მაღლ პასუხისმგებლობაზე - რეკომენდაციების დაცვა ჯამში გვაძლევს იმედს, ეპიდსიტუაცია გამოსწორდეს.

მოსწავლეების სკოლებში დაბრუნების მოლოდინი მაღალია,  მზაობა არსებობს როგორც სამინისტრის, ისე თითოეული სკოლის მხრიდან. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, სკოლებთან... ვსაუბრობთ, რა პრევენიული ღონისძიებები უნდა გაატარონ და თუ მიიღებს საბჭო გადაწყვეტილებას, განათლების სამინისტრო მზადაა, თითოეულ მოსწავლეს საგანმანათლებლო დაწესებულების კარი გაუღოს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203