პანდემიამ არაერთ სექტორს შეუქმნა პრობლემა ეკონომიკური კუთხით და სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, უმაღლესში 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის გადასახადი დაეფინანსებინა.
მას შემდეგ პანდემიური და თავისთავად, ეკონომიკური კუთხითაც დიდად არაფერი შეცვლილა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივად გაჩნდა კითხვა - ხომ არ აპირებს მთავრობა, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის მეორე სემესტრიც დაუფინანსოს?!.
ამ კითხვაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ „სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის“ და შესაბამისად, მეორე სემესტრის გადასახადის დაფარვა თავად მოუწევთ.
იხილეთ ასევე: