„ხომ არ გამასვენებდნენ აქედან?!“ - რატომ დატოვა ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა
20-01-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, კახაბერ ფარცვანიამ  თანამდებობა დატოვა და კულუარულად უკვე არაერთ მიზეზზე ალაპარაკდნენ. Etaloni.ge-სთან საუბრისას, ბატონმა კახამ გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, განაცხადა, რომ ამ პოზიციაზე საკუთარი თავი უკვე ამოწურა და ამიტომ, ამიერიდან, პედაგოგიურ საქმიანობას განაგრძობს:

„5 წელია რესურსცენტრის უფროსი ვარ და რამდენ ხანს შეიძლებოდა ჩემი დარჩენა ამ თანამდებობაზე - ბოლოს და ბოლოს, ხომ არ გამასვენებდნენ აქედან?! ამიტომაც გადავწყვიტე, პედაგოგიურ საქმიანობას მივუბრუნდე. ვფიქრობ, ამ სფეროში დღეს დიდი გამოწვევებია და ამიტომ, ბევრად საინტერესოა ჩემთვის“.

ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა კახაბერ ფარცვანია, რომელსაც სხვათა შორის, განათლების მინისტრმა, ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე, ჯერ კიდევ რესურსცენტრის ხელმძღვანელობის პერიოდში სტატუსი აუმაღლა, თუმცა რის საფუძველზე, ცოტა ბუნდოვანია; ფარცვანიას სახელს საკმაოდ ხმაურიანი  - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეც უკავშირდება და არც იმას გამორიცხავენ, თანამდებობიდან ფარცვანიას წასვლა ამ ამბავთანაც იყოს დაკავშირებული.

რეალურად, რა გახდა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მხრიდან თანამდებობის დატოვების მიზეზი და რამდენად ნებაყოფლობითი იყო ეს გადაწყვეტილება - მომავალში გამოჩნდება და ისიც უდავოდ გაირკვევა, ხომ არ აპირებენ სხვა რესურცენტრების ხელმძღვანელებიც იგივე გადაწყვეტილების მიღებას (ნებაყოფლობით, რა თქმა უნდა!).  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203