სტატუსიანი მასწავლებლები იანვრიდან მომატებულ ხელფასებს აიღებენ - ამის შესახებ მინისტრის ბრძანება უკვე არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ დაპირებული 150-ის ნაცვლად, 100 ლარი ემატებათ, ეს მაინც ხელფასის ზრდაა, რაც სამაგიეროდ, სკოლის ადმინისტრაციას არ შეხებია და რაც სკოლების თანამშრომელთა დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მადლობა - მასწავლებლებს, სტატუსის დანამატი - მასწავლებლებს, ხელფასის მატება - მასწავლებლებს, ადმინისტრაციას კი არაფრად გვაგდებენო, - ამბობენ.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, Etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა კითხვით - როდისთვის იგეგმება ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასების მატება, რაზეც გვიპასუხეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია პედაგოგთა და სკოლის თანამშრომელთა ხელფასების ზრდა, მაგრამ კონკრეტულად, როდის და რამდენით გაიზრდება მათი ანაზღაურება, - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
ერთადერთი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს 2021 წელს ნამდვილად არ მოხდება, რადგან ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, ზედმიწევნითაა გაწერილი ყველა ხარჯი და მიუხედავად იმისა, სკოლების დაფინანსება გაზრდილია, იქ მხოლოდ სტატუსიანი მასწავლებლების 100-ლარიან დანამატზეა საუბარი, ადმინისტრაციის ხელფასის მატება კი არსადაა ნახსენები:
„გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 894 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 106.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით 14.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან“, - ასე რომ, 2021 წელს ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი არ მოემატებათ, რასაც ისინი დისკრიმინაციად აფასებენ და სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე პოზიციასაც აფიქსირებენ, რასაც Etaloni.ge გთავაზობთ:
იხილეთ ასევე: