მასწავლებლები, რომლებმაც სტატუსი გარედაკვირვებით აიმაღლეს, დანამატის მოლოდინში არიან; თუმცა ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია „ესქულში“ ჯერ არ ასახულა, რაც ერთგვარი მღელვარების მიზეზი გახდა. აიღებენ თუ არა იანვარში სტატუსის დანამატს სრულად? - ეს კითხვა არაერთ პედაგოგს აწუხებს და სწორედ ამიტომ Etaloni.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც შემდეგი განმარტება გააკეთეს:
„თუ მასწავლებლებს „ესქულში“ ამ დრომდე არ ასახვიათ სტატუსის დანამატი, ეს პრობლემას ნამდვილად არ შექმნის და იანვრის ანაზღაურება სრულად დაერიცხება მათ, ვინც სტატუსი 10 იანვრამდე აიმაღლა, ხოლო ის პედაგოგები, ვისაც სტატუსი „ესქულის“ ბაზაში 10 იანვრის შემდეგ აესახა, მათი დანამატი შესაბამისი დღეების მიხედვით დაანგარიშდება.