ახალაბასთუმნის სკოლის მოსწავლეებმა პროექტი -„განათლების სისტემა“ სამ ენაზე განახორციელეს
03-11-2017
ახალაბასთუმნის სკოლაში, უცხო ენების კათედრამ პროექტი - „განათლების სისტემა“ განახორციელა. 

პროექტი, რომელშიც XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, სამ ენაზე (ინგლისური, გერმანული, რუსული) განხორციელდა. 

მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები:

პრეზენტაციები თემებზე:
 საგანმანათლებლო სისტემა ინგლისში, უნივერსიტეტები გერმანიაში, უმაღლესი საგანმანათლებლი სისტემა საქართველოში.

მოსწავლეებმა ინტერვიუ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორ თეონა ხუფენიას ჩამოართვეს. თეონა ხუფენიამ მოსწავლეებს უნივერსიტეტის პრიორიტეტები გააცნო. ამის შემდეგ, მოსწავლეებმა ქუჩის გამოკითხვა ჩაატარეს.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა გულუა და როზა შენგელია. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203