ცნობილია, რა პირობით გაიხსნება საგანმანათლებლო დაწესებულებები - ბრძანება ძალაშია
22-01-2021

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ წესში ცვლილება შევიდა. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას  ბრძანებით განისაზღვრა, რა შემთხვევაში აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასწავლო პორცესის განახლების უფლება.

ბრძანების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

ამასთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა დასაშვებია შრომის ინსპექციის სამსახურის განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203