ვინ ასწავლის საგანს, რომელიც სკოლებში სავალდებულო ხდება? - სამინისტროს განმარტება
26-01-2021

ეროვნული სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლიდან II, III და IV კლასებში „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ საგნის შეტანა სავალდებულო ხდება.  

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, პედაგოგებს აინტერესებთ, ვინ ასწავლის ამ საგანს  - დაწყებითი კლასების თუ ისტ-ის მასწავლებელი?

როგორც etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ საგნის დაწყებითი კლასებისთვის ჩატარება ისტ-ის მასწავლებლების კომპეტენცია იქნება და მას დაწყებითი კლასის პედაგოგები არ ჩაატარებენ.

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული საგანი მოსწავლეებს კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების მიხედვით, რომელიც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2020 წლის ბოლოს დაამტკიცა 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან (იანვრიდან) საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება დაიწყება „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ 400-მდე ქართულენოვან სკოლაში.

2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან (სექტემბრიდან) საგანი ყველა სკოლაში შევა.

იხილეთ:

სიახლე სასწავლო ბადეში - საგანი, რომელიც სამ კლასში სავალდებულო გახდება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203