ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინიციატივით, მასწავლებლის დღეს, სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.
ერთ მოქმედებიანი დადგმა "არ დამივიწყო" მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს.
სპექტაკლში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული მამა-შვილობა, მოლოდინი და ერთგულება, ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაცვალება, სიყვარული და მომავლის იმედი.
მაყურებელმა სცენაზე ცრემლიანი და სულში ჩამწვდომი სანახაობა იხილა.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის დღეს სპექტაკლის დაწყებამდე გაიმართა "წლის მასწავლებლის" დაჯილდოების ცერემონია.