მასწავლებელთა კოვიდტესტირება დაიწყო
27-01-2021

მასწავლებლების ტესტირება COVID-19-ზე დაიწყო. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, 1 თებერვლამდე რეგიონში 9 ათასამდე პედაგოგი გაიტესტება.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, 1 თებერვალს სწავლა ყველა სკოლაში საკლასო ოთახიდან წარიმართება.

აჭარაში სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები თითქმის ერთი წელია დისტანციურად სწავლობენ. კლასებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი სკოლის დირექტორებს შეხვდა და როგორც მან აღნიშნა, მკაცრად იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ. 

მასწავლებელთა ტესტირების პროცესში თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სასკოლო საზოგადოება პირველ მარტამდე ჩაერთვება, ანუ მანამდე ვიდრე აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203