თუ ეს ტენდენცია შევინარჩუნეთ სკოლები და ტრანსპორტი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში უფრო ადრე გაიხსნება - გახარია
28-01-2021

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნის შესაძლებლობა დაანონსა. 

მისი თქმით, არსებული სიტუაცია ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და თუ ასე გაგრძელდება ერთი კვირის შემდეგ, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტრანსპორტის აღდგენაზე საუბარიც შეიძლება.

„დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ 18 ათასი ტესტიდან დადებითი არის მხოლოდ 723. ეს მაინც დიდი ციფრია, თუმცა მიუახლოვდა 4%-ს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%, თამამად, მაგრამ ფრთხილად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა.

როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც ზაფხულში გავაკეთეთ, ეტაპობრივი გახსნას ცოტა უფრო ადრე დავიწყებთ.

ეს ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს და პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას ერთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება“, - განაცხადა გიორგი  გახარიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203