ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შემოდგომის ფესტივალზე“ საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოადგინეს
03-11-2017
ლელიანის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ მოეწყო.

ფესტივალში მოსწავლეებთან ერთად დამრიგებლები, მუსიკის მასწავლებლები და სკოლის დირექცია იყო ჩართული.

მონაწილე მოსწავლეებს სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ჰქონდათ შესაბამისი კუთხისთვის დამახასიათებელი კერძი, დადგმული ჰქონდათ ქართული ნაციონალური ცეკვა და სიმღერა. 

ფესტივალში თითოეული კლასი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს წარმოადგენდა.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203