სტუდენტებისთვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრის მობილობა დღეიდან დაიწყო და 8 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტებს 12 თებერვალს შეეძლებათ.
სტუდენტებმა, რომლებსაც მობილობით სხვა უნივერისტეტში სურთ გადასვლა, 28 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ საიტზე: students.emis.ge
გააკეთონ განაცხადი მობილობაზე, დააფიქსირონ არჩევანი და დაალაგონ ჩამონათვალი პრიოტიტეტების მიხედვით. სტუდენტებს მაქსიმუმ 5 პრიორიტეტის გაკეთების უფლება აქვთ. მობილობის საფასურის, 40 ლარის გადახდა მათ საქართველოს ბანკში შეუძლიათ.
12 თებერვლას სტუდენტებისთვის ცნობილი გახდება მობილობის შედეგები, რის შემდგომაც მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ განცხადებით მიმღებ უსდ-ს და წარადგინონ პირადი საქმის ასლები.
ასევე, უნივერისტეტის მიერ დაწესებულ ვადებში გაეცნონ მათ მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობას და წერილობით დაადასტურონ თანხმობა ან უარი.
სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანასთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: emis.ge/umaghlesi_ganatleba/dafinanseba/